იური ტაბატაძე, კადისი
Aa
Aa

შეცვლაზე შევიდა და დუბლი გაიფორმა - ტაბატაძემ კადისი მარცხისგან იხსნა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-4 ტურში, იური ტაბატაძის „კადისი“ სტუმრად „რეალ სოსიედად B“-ს დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში ფრედ, 2:2 ითამაშა.

იური ტაბატაძე სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 იყო. 58-ე წუთზე „რეალ სოსიედადის“ მეორე გუნდმა „კადისის“ კარში მესამე გოლიც გაიტანა, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელის მომენტი დადგა.

77-ე წუთზე იური ტაბატაძემ ეფექტური შორეული გასროლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ზუსტად ორ წუთში კი ანგარიშიც გაათანაბრა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.

იური ტაბატაძემ „კადისის“ შემადგნელობაში მეორე მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე უკვე სამი გატანილი გოლია.

მისი გუნდი 4 ტურის შემდეგ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 8 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 13 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ეიბართან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრანგულმა კლუბებმა კვარაზე უარი თქვეს | სანიოლმა საინტერესო ამბავი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბებმა კვარაზე უარი თქვეს | სანიოლმა საინტერესო ამბავი გაიხსენა