“ეს გუნდი ოცნების ასრულებაში დამეხმარა“ - ქეცბაია ანორთოსისზე
როგორც მოგეხსენებათ, ლეგენდარული ქართველი თემურ ქეცბაია ანორთოსისში დაბრუნდა. ამასთან დაკავშირებით, ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.
ქეცბაია:
„მე ვბრუნდები გუნდში, რომელიც როგორც ფეხბურთელს, ჩემი ოცნებების ასრულებაში დამეხმარა და როგორც მწვრთნელს, თავის გამოხატვის შესაძლებლობა მომცა. ერთად მივაღწიეთ იმას, რაზეც სხვები ვერც კი ოცნებობენ. ახლა ჩვენ ვერ დაგპირდებით თასებს. ეს მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არ არის – ეს ყველაფერი ისაა, რაც ფამაგუსტამ მომცა.
როგორ შეგვიძლია „ანორთოსისის“ სიამაყის აღდგენა? ვეცდებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გუნდი იმ პოზიციაზე დავაბრუნოთ, სადაც ყოფნას ნამდვილად იმსახურებს. ეს არა მხოლოდ სპორტული ასპექტია, არამედ ფინანსურიც. ამჟამად „ანორთოსისი“ წამყვან როლში არ არის, არსებული ვითარება კი ტიტულებისთვის ბრძოლის საშუალებას არ გვაძლევს. თუმცა ვეცდებით, ჩავარდნები თავიდან ავიცილოთ.
შემეძლო სხვა გუნდში მუშაობაც, მაგრამ „ანორთოსისში“ დაბრუნება ჩემი ბედისწერა იყო. ვეცდებით, ვიყოთ კონკურენტუნარიანი. ეს გუნდი ქვეყნისთვის ძალიან სიმბოლურია და მეტს იმსახურებს. ახლა რთული პერიოდია და გუნდს ხალხის თანადგომა სჭირდება."
შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისმა“ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ ქართველ მწვრთნელთან ერთად მიაღწია, როდესაც 2008 წელს თემურმა ეს გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.