ჩაბი ალონსო
Aa
Aa

აქამდე ეს ხუთჯერ მომხდარა | რეალი ლა ლიგის ჩემპიონი გახდება?

ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალმა“ ბასკეთში გამართული სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა. „სამეფო კლუბმა“ სტუმრად „ალავესი“ 2:1 დაამარცხა, „ბილბაოს“ 3:0 მოუგო, ხოლო „სოსიედადს“ 2:1 სძლია, ეს კი „ბლანკოსის“ გულშემატკივრებისთვის ძალიან კარგი ნიშანია.

„რეალმა“ მნიშვნელოვანი ქულები აიღო და საჩემპიონო რბოლაში დარჩა. გარდა ამისა, როდესაც „სამეფო კლუბი“ ბასკეთში სამივე შეხვედრას იგებს, ლა ლიგის ჩემპიონი ხდება. პირველად ასეთი ფაქტი 1932/33 წლების სეზონში დაფიქსირდა და „ბლანკოსმა“ თასი აღმართა. მას შემდეგ, იგივე ოთხჯერ განმეორდა:

2016/17: ალავესი - 4:1, ბილბაო - 2:1, სოსიედადი - 3:0.

2019/20: ალავესი - 2:1, ბილბაო - 1:0, სოსიედადი - 2:1.

2021/22: ალავესი - 4:1, ბილბაო - 2:1, სოსიედადი - 2:0.

2023/24: ალავესი - 1:0, ბილბაო - 2:0, სოსიედადი - 1:0.

ამ მომენტისთვის, „რეალი“ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. ჩაბი ალონსოს გუნდს 42 ქულა აქვს და ლიდერ „ბარსელონას“ 4 ქულით ჩამორჩება. „სამებო კლუბი“ მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, „ბეტისის“ წინააღმდეგ გამართავს.g

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი | პსჟ-ში უკვე 19-მა ფეხბურთელმა გაიტანა
ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი | პსჟ-ში უკვე 19-მა ფეხბურთელმა გაიტანა