რამაზ სვანაძე, ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

ასეთი მშვიდი და ჭკვიანი მწვრთნელი არასდროს მყოლია | იეგოიანი სვანაძეზე

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „ექსელსიორის’’ ნახევარმცველმა ირაკლი იეგოიანმა CrystalSport-თან ინტერვიუში რამაზ სვანაძის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთა როგორი კომუნიკაცია გაქვს და რამაზს, როგორც მწვრთნელს როგორ დაახასიათებ?

- მასთან უკვე თითქმის 2,5 წელია ვმუშაობ და ვფიქრობ გამორჩეული ადამიანია. ვინც არ უნდა მკითხოს მასზე, ყოველთვის კარგს ვამბობ და ყოველთვის ყველას პოზიტიურად განვაწყობ, რადგან მისი მუშაობის სტილი ძალიან მომწონს. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია. ზუსტად იცის, როდის უნდა იყვიროს და თქვას რამე, მაგრამ ისიც იცის, როდის ჯობია გაჩუმდეს. აძლევს ფეხბურთელს საშუალებას, თავად მიხვდეს, როგორ გააკეთოს ესა თუ ის რამ უკეთესად. ის არ არის ისეთი მწვრთნელი, რომელიც ვარჯიშებზე ყვირის ან გიჟურ რაღაცებს აკეთებს. ის არის... როგორ ვთქვა... ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია. პირველივე დღიდან, როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებზე, მისგან სიმშვიდე მოდიოდა. მას, როგორც მწვრთნელს, შეგიძლია ბოლომდე ენდო. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვინც კი ოდესმე მყოლია. ძალიან კარგად ვმუშაობთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს. მასთან მუშაობის საწყის ორ წელში ბევრს არ ვთამაშობდი, მაგრამ ნაკრებში ყოველთვის მიძახებდა, რადგან ჩემში რაღაცას ხედავდა. მაშინაც კი მენდობოდა, როცა „ტვენტეს“ 21-წლამდე გუნდში ვიყავი და ჩემს თამაშებს ვერც კი უყურებდა. ამის გამო მისი მუდამ მადლიერი ვიქნები, რომ ყოველთვის მიძახებდა, ბევრი რამ მასწავლა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ვთამაშობ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც იქნა, ნაკრების სასტარტო 11-ში ვარ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მართლა ძალიან მიყვარს ეს მწვრთნელი, როგორც სპეციალისტიც და როგორც პიროვნებაც. ასეთი მშვიდი და ჭკვიანი მწვრთნელი აქამდე არ შემხვედრია. ძალიან მიხარია, რომ რამაზ სვანაძესთან ვმუშაობ.

შეგახსენებთ, რამაზ სვანაძე 2023 წლის აგვისტოდან მოყოლებული იეგოიანს მუდმივად იძახებს, ირაკლიმ გასულ ზაფხულში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, საფრანგეთთან სასტარტო 11-ში იყო, თუმცა სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად მიმდინარე შესარჩევში იქცა.

ინტერვიუ იხილეთ სრულად

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალიან ტექნიკურია და ნამდვილი მებრძოლია | ვან დუინენი იეგოიანს აქებს
ძალიან ტექნიკურია და ნამდვილი მებრძოლია | ვან დუინენი იეგოიანს აქებს