ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„პრობლემებს აუცილებლად შეუქმნის“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი ილიასა და არმანზე

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ლუკ როკჰოლდმა ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის შესაძლო ორთაბრძოლაზე ისაუბრა. როკჰოლდი მიიჩნევს, რომ ცარუკიანს შეუძლია „ელ მატადორს“ სერიოზული პრობლემები შეუქმნას და საჩემპიონო ქამარი წაართვას.

„არმანი ილიას აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს. ჭიდაობაში მისი უნარები უმაღლეს დონეზეა. ცარუკიანთან ბრძოლაში დავინახავთ, ილია პარტერში რამდენად ძლიერია, რადგან არმანი ელიტარული დონის მებრძოლი და მოჭიდავეა“, — განაცხადა როკჰოლდმა.

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა დენ ჰუკერის წინააღმდეგ გამართა. არმანმა მეორე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის პირველი ნომერი გახდა. მიუხედავად ამისა, დროებითი ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იბრძვიან.

როგორც ცნობილია, „ელ მატადორს“ ოჯახური პრობლემების გამო პაუზა აქვს აღებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება ილია, თუმცა სავარაუდოდ ეს მომდევნო წლის გაზაფხულზე მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოპერაცია ჩაუტარდა | ისაკი ლივერპულს გაურკვეველი დროით გამოაკლდა
ოპერაცია ჩაუტარდა | ისაკი ლივერპულს გაურკვეველი დროით გამოაკლდა