ალექსანდერ ისაკი
Aa
Aa

ოპერაცია ჩაუტარდა | ისაკი ლივერპულს გაურკვეველი დროით გამოაკლდა

„ლივერპულის“ ფორვარდს, ალექსანდერ ისაკს ოპერაცია ჩაუტარდა და ის თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაცია „მერსისაიდელების“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კლუბის ინფორმაციით, შვედ ფორვარდს მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა. მოედანზე ისაკის დაბრუნების ვადები „ლივერპულს“ არ დაუსახელებია, თუმცა, მედიის ინფორმაციით, ფორვარდი დაახლოებით 4 თვე იუქმებს, რის გამოც „ლივერპულმა“ შესაძლოა იანვარში კიდევ ერთი ფორვარდი დაიმატოს.

ცნობისთვის, ისაკი „ლივერპულს“ ზაფხულში „ნიუკასლიდან“ შეუერთდა. მის ნაცვლად „წითლებმა“ „კაჭკაჭებს“ 145 მილიონი ევრო გადაუხადეს.

26 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ მაისურით 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შვედი თავდამსხმელის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიონი და რეალი ენდრიკის იჯარაზე შეთანხმდნენ
ლიონი და რეალი ენდრიკის იჯარაზე შეთანხმდნენ