ვინისიუს ჟუნიორი, პრედრაგ მიატოვიჩი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“თუ ბედნიერი არ ხარ, წადი“ - მიატოვიჩმა ვინისიუსი გააკრიტიკა

მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა პრედრაგ მიატოვიჩმა ვინისიუს ჟუნიორი დაიცვა და განაცხადა, რომ რეალმა ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს კონტრაქტი აუცილებლად უნდა გაუხანგრძლივოს.

მიატოვიჩი:

„მადრიდის რეალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ვინისიუსის შესანარჩუნებლად და კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. ამის ორი მიზეზი არსებობს. პირველი ის არის, რომ რეალი მას უნდა დაეყრდნოს, რადგან უდიდესი ხარისხი აქვს.

მეორე მიზეზი კი ისაა, რომ თუ რამე ისე არ მოხდება, როგორც დაგეგმილია, ვინისიუსი უფრო ძვირად გაიყიდება. მისი საქციელები ხანდახან რეალის დონის გუნდს არ შეეფერება, რადგან ეს კლუბი ყოველთვის ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა უნდა იდგეს.

კლუბმა უნდა იზრუნოს იმაზე ,რომ ვინისიუსმა ან მისმა წარმომადგენელმა მანიპულირება არ მოახდინოს. ნებისმიერ შემთხვევაში, რეალი გააგრძელებს გამარჯვებებს ვინისიუსით და მის გარეშეც. თუ მას კონტრაქტის შეჩერება ენდომება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. რეალი ყოველთვის პირველ ადგილზეა.

თუ ვინი ახლა მბაპეს და მესისნაირ კონტრაქტს ითხოვს, ეს ნიშნავს, რომ მას არ სურს გახანგრძლივება. ცხადია, ჩვენ ბავშვები არ ვართ და თუ მას თანამშრომლობის დასრულება უნდა, ეს კარგია. თუ რეალში თამაშით ბედნიერი არ ხარ, შეგიძლია წახვიდე.“

შეგახსენებთ, რომ მიატოვიჩი სამეფო კლუბის ღირსებას 1996/99 წლებში იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ბლანკოსის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 118-ჯერ მოირგო, 36 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აქამდე ეს ხუთჯერ მომხდარა | რეალი ლა ლიგის ჩემპიონი გახდება?
აქამდე ეს ხუთჯერ მომხდარა | რეალი ლა ლიგის ჩემპიონი გახდება?