გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

უნდობლობა გრძელდება | ბორჟესმა ქოჩორაშვილი კვლავ სკამზე დატოვა

პორტუგალიის უმაღლესი ლიგის მე-15 ტურში „ვიტორია გიმარაიში'' შინ ლისაბონის „სპორტინგთან'' 1:4 დამარცხდა. 15 ტურის შემდეგ „პორტუ'' 43 ქულით პირველზეა, მოქმედი ჩემპიონი „სპორტინგი'' 5 ქულით ჩამორჩება.

„სპორტინგის'' მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა გიორგი ქოჩორაშვილი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვა, არ ათამაშა. ნახევარდაცვის ცენტრში იულმანი-სიმოეშის დუეტმა ითამაშა, მეორე ტაიმში სიმოეში მორიტამ შეცალა. მოკლედ, ნახევარდაცვის ცენტრში ქოჩორაშვილი მეოთხე ვარიანტია. მასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და ზამთარში გუნდის შეცვლა რეალური ხდება. სხვა შემთხვევაში, თუ სეზონის ბოლომდე უთამაშებელი იქნება, ფორმიდან კიდევ უფრო ამვარდება, რაც ეროვნული ნაკრებისთვისაც დიდ პრობლემად იქცევა.

პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგი ქოჩორაშვილმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის აქტივში 1 საგოლე პასია. 11-დან 6-ში 45 წუთი ან მეტი დრო გაატარა მინდორზე. ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში მხოლოდ ერთხელ, პირველ ტურში „კაირატთან'' ითამაშა, სასტარტოში იყო, საგოლე პასი შეასრულა და 61-ე წუთზე შეცვალეს. მას შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე არ უთამაშია, ზედიზედ ხუთ მატჩში სკამზე იჯდა. ბორჟესი ყველაზე მეტად პორტუგალიის თასზე ენდობა, 3-დან ორ მატჩში ათამაშა, „მორეირენსესთან'' (90 წუთი) და „სანტა კლარასთან'' (45 წუთი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სომხეთის ნაკრებს უარი ვუთხარი | რატომ აირჩია იეგოიანმა საქართველო
სომხეთის ნაკრებს უარი ვუთხარი | რატომ აირჩია იეგოიანმა საქართველო