სანდრო ალთუნაშვილი
Aa
Aa

ალთუნაშვილი იბერიადან წავიდა | მისი ახალი კლუბი ცნობილია

ისრაელის უმაღლესი ლიგის ჰაიფას „ჰაპოელმა’’ ქართველი ფეხბურთელი სანდრო ალთუნაშვილი გაიფორმა. სანდრო ებრაულ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, კონტრაქტი თანამშრომლობის 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივას ითვალისწინებს.

ჰაიფას „ჰაპოელის'' მფლობელი იოავ კაცი: „გუნდში ვიმატებთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალი კლასის მოთამაშეს, რომელიც გაგვაძლიერებს.“

15 ტურის შემდეგ ისრაელის უმაღლესი ლიგის 14-გუნდიან ჩემპიონატში ჰაიფას „ჰაპოელი'' 18 ქულით მე-8 ადგილზეა.

28 წლის ნახევარმცველი ორი სეზონი ავსტრიულ „ვოლფსბერგერში'' თამაშობდა (2023-25). გასულ ზაფხულში ნახევარი სეზონით „იბერიაში'' დაბრუნდა, თბილისურ კლუბს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოგებაში დაეხმარა და სეზონის დასრულების შემდეგ კარიერა კვლავ უცხოურ კლუბს დაუკავშირა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის მწვრთნელობისას 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ევრო 2024-ზე თურქეთთან და ესპანეთთან ცვლილებაზე ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასეთი მშვიდი და ჭკვიანი მწვრთნელი არასდროს მყოლია | იეგოიანი სვანაძეზე
ასეთი მშვიდი და ჭკვიანი მწვრთნელი არასდროს მყოლია | იეგოიანი სვანაძეზე