34 მილიონის გადასახადები | რა თანხა რჩებათ ჯოშუასა და პოლს
გასულ უქმეებზე ენტონი ჯოშუა ჯეიკ პოლს დაუპირისპირდა და დომინანტურ სტილში, მეექვსე რაუნდში გაფორმებული ნოკაუტით დაამარცხა. სხვადასხვა გამოცემის ინფორმაციით, ჯოშუამ და პოლმა, ჩხუბის სანაცვლოდ 93-93 მილიონი აშშ დოლარი მიიღეს.
ორთაბრძოლა ფლორიდაში გაიმართა და მართალია, ფლორიდის შტატში საშემოსავლო გადასახადი არ არის, ჯოშუას ფედერალური საშემოსავლო გადასახადის გადახდა მაინც მოუწევს. ეს მიღებული თანხის 37 პროცენტია, რაც ნიშნავს, რომ „ეიჯეი“ ვალდებულია დაახლოებით 34 მილიონი გადაიხადოს.
გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნების შემდეგ ჯოშუას ადგილობრივი გადასახადების დაფარვაც მოუწევს და საბოლოოდ, 93-მილიონიანი ჰონორარის დაახლოებით ნახევარი დარჩება. რაც შეეხება პოლს, ჯეიკი უკეთეს ვითარებაშია და მხოლოდ ფედერალური საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევს.
ცნობისთვის, ორთაბრძოლის შემდეგ პოლმა სოციალურ ქსელებში თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მის გამო დიდი რაოდენობის ფულია მიმოფანტული.