გადაწყვეტილია - ერიქსენი კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს
როგორც მოგეხსენებათ, გასული სეზონის დასრულების შემდეგ, კრისტიან ერიქსენი უგუნდოდ დარჩა. დანიელ ნახევარმცველს მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი ამოეწურა და წითელმა ეშმაკებმა მასთან თანამშრომლობა აღარ ისურვეს.
33 წლის ფეხბურთელი დღევანდელ დღემდე უგუნდოდ იყო. სულ ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ, ტვიტერის საკუთარ გვერდზე ერიქსენთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია გაავრცელა.
რომანოს თქმით, კრისტიანი კარიერიას ბუნდესლიგაში გააგრძელებს. დანიელი ვოლფსბურგს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მხარეებს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და სამედიცინო შემოწმება ჩაინიშნა. ერიქსენი გერმანული გუნდის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ კრისტიანი მანჩესტერ იუნაიტედს 2022 წელს შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 107 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.