კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: რაც უფრო ბევრი ფული გაქვს, მით მეტი პრობლემაა

მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ფრანგულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა თემაზე ილაპარაკა.

26 წლის ფეხბურთელს ჰკითხეს პირად ცხოვრებაზე, გარემოცვაზე, ფულზე.

კილიან მბაპე:

„რაც უფრო ბევრი ფული გაქვს, მით მეტი პრობლემაა. ზოგი ადამიანი ვერ ხედავს, რომ შენი ცხოვრება იცვლება. მათ უნდათ, რომ ისევ ისეთ ბავშვად გხედავდნენ, როგორიც ოდესაც იყავი მათთან. შენ კი გაქვს პასუხისმგებლობები, სამსახური, მოვალეობები“.

„ყველას თავისი ისტორია აქვს. ეს არაფერ შუაშია იმასთან, ფეხბურთელი ხარ, ცნობილი ადამიანი ხარ თუ არა. ყველა ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რას ვაკეთებთ და ვისთან ვმუშაობთ. წარუმატებელი გამოცდილება ყველა შემთხვევაში გვეხმარება, რომ წინ წავიდეთ. ის შეიძლება რთული გამოცდილება იყოს, რომელიც უნდა გადალახო“.

შეგახსენებთ, რომ კილიანი სამეფო გუნდში 2024 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 59 მატჩი ჩაატარა, 44 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 180 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალგაზრდა ფეხბურთელებს მილიონებს არ უნდა უხდიდნენ“ - პასტორე
„ახალგაზრდა ფეხბურთელებს მილიონებს არ უნდა უხდიდნენ“ - პასტორე