ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
Aa
Aa

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი 16 სექტემბერს აიღებს სტარტს - პირველი სათამაშო დღე პსვ-იუნიონის და ბილბაო-არსენალის მატჩებით გაიხსნება, მანამდე კი Opta-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზი გაგვიზიარა და ტურნირის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

პორტალის ცნობილი სტატისტიკური მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი „ლივერპულია“ - სუპერკომპიუტერი არნე სლოტის გუნდის შანსებს 20,4%-ად აფასებს.

„წითლების“ შთამბეჭდავი აქტიურობა სატრანსფერო ბაზარზე, მათ შორის ფლორიან ვირცისა და ალექსანდერ ისაკის ტრანსფერები „მერსისაიდელებს“ ტურნირის მთავარ ფავორიტად აქცევს.

მეორე ადგილზეა ლონდონის „არსენალი“ - მიკელ არტეტას გუნდის ჩემპიონობის შანსები 16%-ია, სამეულში კი მოქმედი გამარჯვებული პსჟ შედის: Opta-ს სუპერკომპიუტერის თანახმად, იმის ალბათობა, რომ ლუის ენრიკე და მისი ფეხბურთელები ტიტულს შეინარჩუნებენ, 12,1%-ია.

მეოთხე და მეხუთე ადგილებს 8.4%-ით „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონა“ იყოფენ. 6-დან მე-10 ადგილამდე პოზიციები ასე გადანაწილდა: „ჩელსი“ (7%), „რეალი“ (5,8%), „ბაიერნი“ (4,3%), „ინტერი“ (3%) და „ნიუკასლი“ (3%).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფას ნებართვა ბარსას - ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური სტუმრად
უეფას ნებართვა ბარსას - ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური სტუმრად