„მთელი მატჩი შეურაცხყოფას გვაყენებდნენ“ | ისრაელის ნაკრების მოთამაშეები იტალიაზე
Aa
Aa

„მთელი მატჩი შეურაცხყოფას გვაყენებდნენ“ | ისრაელის ნაკრების მოთამაშეები იტალიაზე

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიამ ისრაელი დაამარცხა. „სკუადრა აძურამ“ საოცარი თამაში მოიგო და მეტოქეს 5:4 აჯობა. მატჩს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია და ისრაელური პრესის ინფორმაციით, იტალიელმა ფეხბურთელებმა მეტოქეებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

Sport 5-ის ცნობით, თავდაპირველად, კონფლიქტი ჯანლუიჯი დონარუმას, ტაი ბარიბოსა და საგივ იეჰეზკელს მოუვიდათ. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც დონარუმამ მათი გაღიზიანება სცადა. „მთელი თამაშის განმავლობაში უწმაწურ სიტყვებს გვეუბნებოდნენ და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ“, - განუცხადა ისრაელის ნაკრების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ადგილობრივ მედიას.

Sport5-ის მიხედვით, შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიური დელეგაცია ისრაელის ნაკრების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ „სკუადრა აძურას“ რამდენიმე ფეხბურთელის ქცევის გამო ბოდიში მოიხადეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ისრაელის ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ელი დასამ განაცხადა, რომ იტალიელებმა თამაშში დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთეს და მეტოქის პროვოცირებაც სცადეს. დასამ დასძინა, რომ ეს ფეხბურთის ნაწილია და „სკუადრა აძურას“ მოთამაშეებს ემოციების მოთოკვა უჭირდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს ისტორიული მიღწევა - პორტუგალიამ უნგრეთს მოუგო
რონალდუს ისტორიული მიღწევა - პორტუგალიამ უნგრეთს მოუგო