დავიდ ალაბა რეალს ტოვებს| ესპანური მედია
მადრიდის „რეალის“ ავსტრიელი მცველი, დავიდ ალაბა სამეფო გუნდს მომავალ წელს დატოვებს. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
Fichajes-ის წყაროს ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელ ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება. ის ხელშეკრულების გახაგრძლივებას არ აპირებს და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
როგორც იწერება, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ხშირი ტრავმებია. მაგალითად, 2023 წლის 18 დეკემბერს, ალაბამ მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო და მას შემდეგ 60 მატჩი გამოტოვა.
შეგახსენებთ, რომ დავიდი „რეალის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და მას შემდეგ როგორც ლა ლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კი თითოჯერ მოიგო.
გეტყვით ასევე, რომ „რეალში“ ავსტრიელი მცველის ხელფასი 22 მილიონ ევროს შეადგენს. გასულ სეზონში მან მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ზე მისი საბაზარო ღირებულება 6 მილიონი ევროა.