კილიან მბაპე, მადრიდის რეალი
Aa
Aa

მბაპეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს - დამნაშავე დააკავეს

ესპანური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, რასისტული შეურაცხყოფის გამო რეალ ოვიედოს გულშემატკივარი დააკავეს და მას რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება.

COPE წერს, რომ ყველაფერი ოვიედოსა და მადრიდის რეალის მატჩის დროს მოხდა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კილიან მბაპეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

კამერების საშუალებით, დამნაშავე იპოვეს და დააკავეს. გამოიძება მიმდინარეობს და როგორც უკვე მოგახსენეთ მას პატიმრობა ემუქრება.

წყაროს ცნობით, საქმე ეხება თითებით და ჟესტიკულაციით გამოხატულ რასისტულ შეურაცხყოფას.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ ფეხბურთში რასიზმს მკაცრად ებრძვიან. ეს პრობლემა კი სხვადასხვა სტადიონებზე მწვავედ მძვინვარებს. ხშირად ამის მსხვერპლი ვინისიუს ჟუნიორია, განსაკუთრებით კი ატლეტიკოს სტადიონზე.

ასევე შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონი კილიან მბაპემ დიდებულად დაიწყო. ლა ლიგის 3 ტურში მას 3 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები