ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მესამე ასისტი მეხუთე ტურში - მექვაბიშვილი კრაიოვას მოგებაში დაეხმარა

ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატში შედეგიან ასპარეზობას განაგრძობს. მართალია 24 წლის ნახევარმცველს ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია, მაგრამ ხუთ ტურში უკვე სამი საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო, რითაც ასისტენტთა დავის ერთ-ერთი ლიდერია და ასე თუ განაგრძო, შესაძლოა ამ ტიტულისთვის წლევანდელ პირველობაზე სერიოზული პრეტენზია განაცხადოს.

დივიზია ნაციონალას მეხუთე ტურში „უნივერსიტატ კრაიოვამ“ საკუთარ სტადიონზე „ჰერმანშტადი“ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. გამარჯვების ბურთი 25 წლის უკრაინელმა ლეგიონერმა ოლექსანდრ რომანჩუკმა ისეთი მანძილიდან და იმდენად დიდებული დარტყმით გაიტანა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა გადაცემას ვინ მიაწვდიდა, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ მექვაბიშვილი გახლდათ ის ფეხბურთელი, რომელმაც პასი გაუკეთა და წლევანდელ სეზონში საკუთარ აქტივში მესამე ასისტი ჩაიწერა.

ხუთ ტურში დაგროვებული 13 ქულით „კრაიოვა“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „უტა არადს“ 2 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს მექვაბიშვილი და მისი თანაგუნდელები კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავენ და საპასუხო შეხვედრაში სლოვაკეთის „ტრნავას“ დაუპირისპირდებიან, რომელთანაც საკუთარ სტადიონზე 3:0 აქვთ მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეს აქტიურობას გოლი მოჰყვა - შტურმი რაპიდთან დამარცხდა
კიტეს აქტიურობას გოლი მოჰყვა - შტურმი რაპიდთან დამარცხდა