ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებს მოემსახურებიან
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს მოემსახურებიან.
30 ივლისს, ლუქსემბურგის „რასინგის უნიონის“ და ათენის „აეკის“ შეხვედრის მთავარი მსაჯი მზევინარ შარაშანიძე იქნება, ხოლო პირველი ასისტენტი სოფიკო რიჟამაძე.
2 აგვისტოს, ამავე საკვალიფიკაციო ჯგუფის ნახევარფინალურ შეხვედრაში სოფიკო რიჟამაძე მეორე ასისტენტი იქნება, ხოლო მზევინარ შარაშანიძე - მეოთხე მსაჯი.
ორივე შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
gff.ge