ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„ჩელსის ტრიუმფი მხოლოდ მათთვისაა მნიშვნელოვანი, პსჟ საუკეთესო გუნდია“ | ჟოზე მოურინიო

ჟოზე მოურინიომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ისაუბრა, რომელიც „ჩელსის“ ტრიუმფით დასრულდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო გუნდი „პარი სენ-ჟერმენია“ და „არისტოკრატების“ წარმატება მათ გარდა არავისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ოქროს ბურთი იმ გუნდის წარმომადგენელმა უნდა მიიღოს, რომელმაც წარმატებას მიაღწია და ტიტულები მოიგო. ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელები, რაც არ უნდა განსაკუთრებულად წარმოაჩინონ, ჩემთვის ფეხბურთი გუნდურ სპორტად რჩება და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ინდივიდუალური ჯილდო უშუალოდ ტიტულებთან უნდა იყოს დაკავშირებული.

კარგია, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატმა გამოარჩია ფეხბურთელი, რომელმაც ჩელსიში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. საუბარი კოულ პალმერზე მაქვს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩელსის მიერ ფინალამდე გავლილი გზა მაგონებს იმ პერიოდს, როდესაც რეალში და ინტერში ვმუშაობდი და აშშ-ში წინასასეზონო მომზადებას ვატარებდით. ამიტომ ვფიქრობ, მსოფლიო საკლუბოს მოგება მხოლოდ არისტოკრატებისთვის არის მნიშვნელოვანი.

2024/25 წლების სეზონის მთავარი ტრიუმფატორი პარი სენ-ჟერმენია. ამის მიზეზი არა მხოლოდ საშინაო წარმატებაა, არამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება. მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ტურნირი საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვის ფონზე მოიგეს... ეს მახსენებს ინტერთან ერთად მიღწეულ წარმატებას, როცა იბრაჰიმოვიჩი ბარსელონაში გადავიდა და ერთადერთი, ვინც ბლაუგრანა“დაამარცხა, ჩვენ ვიყავით. ჩემი აზრით, პარი სენ-ჟერმენი სეზონის საუკეთესო გუნდია.“

ცნობისთვის, „ჩელსიმ“ მერვედფინალში „ბენფიკას“ მოუგო, მეოთხედფინალში „პალმეირასი“ დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში „ფლუმინენსეს“ სძლია. „არისტოკრატებმა“ გადამწყვეტი შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან გამართეს და მეტოქე 4:0 გაანადგურეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგჯერ ეს მაღიზიანებდა“ | კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე
„ზოგჯერ ეს მაღიზიანებდა“ | კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე