უსმან დემბელე
Aa
Aa

„ვინც კომპეტენტურია, დემბელეს აირჩევს“ - პსჟ-ის დირექტორი ოქროს ბურთზე

22 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება და ბუნებრივია, რაც უფრო ახლოვდება ეს ყველაფერი, აჟიოტაჟი სულ უფრო იზრდება. ყველამ კარგად იცის, რომ წელს პრიზის მოგების მთავარი კანდიდატი უსმან დემბელეა და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება პსჟ-ის ტექნიკურმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა, როდესაც ფავორიტის დასახელება სთხოვეს:

„ჩვენი გუნდიდან ნომინანტად 9 ფეხბურთელია წარდგენილი და ამით ძალიან ბედნიერები ვართ, თუმცა მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან მსგავს პატივს მაგალითად ბარკოლა და პაჩოც იმსახურებდნენ.

უსმან დემბელე გახდა როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი და მისი გამარჯვება ეჭვქვეშ არ უნდა იდგეს, კონკურენტებად თვით ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ რომ ჰყავდეს.

იმ შემთხვევაში, თუ უსმანი „ოქროს ბურთს“ არ მოიგებს, მაშინ ჩავთვლი, რომ იმ ხალხს, რომლებიც ხმას აძლევენ, კომპეტენცია არ ჰყოფნის. რა შუაშია ლამინ იამალი, როდესაც ვსაუბრობთ გასულ სეზონზე, სადაც დომინანტი დემბელე და მისი გუნდი იყვნენ. გეთანხმებით, ჰაკიმმა და ვიტინიამაც არაჩვეულებრივად ითამაშეს, მაგრამ უსმანი უკონკურენტოა“.

ცნობისათვის, უსმან დემბელე „პარი სენ-ჟერმენში“ 2023 წლიდან ასპარეზობს და მას შემდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 385 შეხვედრაში თავი 118 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა ტრავმის გამო შეცვალეს - პსჟ-მა ბარკოლას დუბლით მოიგო
ხვიჩა ტრავმის გამო შეცვალეს - პსჟ-მა ბარკოლას დუბლით მოიგო