„ზოგჯერ ეს მაღიზიანებდა“ | კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ხვიჩაზე
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა, ოლეგ შატოვმა, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. შატოვი და კვარაცხელია ერთად „რუბინში“ ასპარეზობდნენ. 34 წლის შემტევმა „კვარა“ შეაქო, თუმცა ისიც აღნიშნა, რაც მის თამაშში აღიზიანებდა.
„კვარაცხელიას გიჟური ინდივიდუალური ხარისხი აშკარა იყო. დიახ, ხვიჩა ორ-სამ მოთამაშეს მარტივად ატყუებდა, თუმცა ზოგჯერ მაღიზიანებდა, რომ გუნდზე არ თამაშობდა. მის გამო დაცვაში სირბილი მიწევდა და ა.შ.
ფეხბურთში ყველაზე რთული — მაღალ სისწრაფეზე დრიბლინგია, კვარაცხელიას კი ეს მშვენივრად გამოსდის. მომხიბლა იმ ფაქტმაც, რომ ასეთი დონის მოთამაშეს ფეხბურთი ძალიან უყვარდა. როდესაც მოედნიდან გავდიოდით, ის რჩებოდა და ყოველთვის რაღაცას აკეთებდა.“
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „რუბინში“ 2019-22 წლებში თამაშობდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი „დინამო ბათუმში“ დაბრუნდა, საიდანაც „ნაპოლის“ მიაშურა.