უეინ რუნი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

რუნი: ამორიმის თავკაცობით, მანჩესტერ იუნაიტედი კიდევ უფრო ცუდი გახდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, უეინ რუნი მიიჩნევს, რომ რუბენ ამორის ხელმძღვანელობით, გუნდი კიდევ უფრო გაუარესდა.

„წითელმა ეშმაკებმა“ პორტუგალიელი მწვრთნელი გასული წლის 1-ელ ნოემბერს, ერიკ ტენ ჰაგის ნაცვლად დანიშნეს.

თუმცა 10 თვის შემდეგ, გუნდის თამაშში პროგრესი არ შეინიშნება. გუშინ ამორის გუნდმა „მანჩესტერ სიტისთან“ დერბი 0:3 წააგო, რის შემდეგაც ბევრი გულშემატკივარი მოედნიდან თამაშის დასრულებამდე წავიდა.

„მინდა, მწვრთნელისა და ფეხბურთელების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება და მხარდაჭერა გამოვხატო, მაგრამ ძალიან რთულია, იჯდე აქ და თქვა, რომ პროგრესს ვხედავთ და უახლოეს მომავალში გუნდს შედეგები ექნება“, - თქვა ყოფილმა ფეხბურთელმა.

რუნი მიიჩნევს, რომ „იუნაიტედის“ გულშემატკივრების მიერ მოედნის ნაადრევად დატოვება ძალიან მძლავრი გზავნილია და ისინი იმედგაცრუებულნი არიან იმით, რასაც ხედავენ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის პოსტზე ჩატარებული მატჩების 36.17 პროცენტი მოიგო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. გარდა ამისა, „წითელ ეშმაკებს“ პრემიერ ლიგაში ამაზე ცუდი სტარტი 1992/93 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონიათ.

ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 4 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. „წითელი ეშმაკები“ მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, „ჩელსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამორიმის საშინელი სტატისტიკა | მანჩესტერ იუნაიტედი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
ამორიმის საშინელი სტატისტიკა | მანჩესტერ იუნაიტედი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს