ალონსო: მბაპე უპირობოდ ლიდერია
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ, კილიან მბაპე გუნდის უდავო ლიდერად დაასახელა.
AS-თან ინტერვიუში, ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ფრანგი ფეხბურთელი თამაშს ინდივიდუალურ მაგია მატებს.
ალონსოს თქმით, კილიანი გუნდის ლიდერია არა მხოლოდ თამაშის, არამედ ხასიათისა და გამოცდილების გამო.
„ის ერთ-ერთია, ვისაც უკან გაყვებიან. როცა გუნდი ფორმირდება, მაშინვე ირკვევა, ვინ არის მისი ლიდერი. კილიანი სწორედ ასეთი ადამიანია“, – განაცხადა მან.
მწვრთნელმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ თითქოს მბაპე ნერვიულობს იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო.
„არ შფოთავს. ჩვენ ვხედავთ პროექტს, რომელიც ახლა იწყებს გზას. ერთ-ერთი მიზანია, ჩემპიონთა ლიგა გვიან კი არა, ადრე მოვიგოთ. კილიანი ამ გზის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი სამეფო გუნდის ღირსებას 2024 წლიდან იცავს და მასთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე კილიანის საბაზრო ღირებულება 180 მილიონ ევროს შეადგენს.