სამუელ უმტიტი
Aa
Aa

სამუელ უმტიტიმ კარიერა დაასრულა

31 წლის სამუელ უმტიტიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ფრანგმა ფეხბურელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„დაძაბული კარიერის შემდეგ, რომელიც აღმასვლებითა და დაღმასვლებით იყო სავსე, დამშვიდობების დრო მოვიდა. მე გავეცი ყველაფერი და არაფერს ვნანობ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა კლუბს, პრეზიდენტს, მწვრთნელსა და მოთამაშეს, რომლებთანაც მომიწია მუშაობა. მადლობა „ლიონს“, „ბარსელონას“, „ლილს“, „ლეჩესა“ და საფრანგეთის ნაკრებს. მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის“ - დაწერა უმტიტიმ.

View this post on Instagram

A post shared by Samuel Umtiti (@samumtiti)

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მცველმა „ბარსელონასთან“ ერთად, ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი, ასევე სამჯერ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი.

გარდა ამისა, „ლიონთან“ ერთად, სამუელმა საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიპოვა, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში კი, უმტიტიმ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამოკვლევებს უნდა დაველოდოთ“ - რა თქვა ენრიკემ კვარას ტრავმაზე
„გამოკვლევებს უნდა დაველოდოთ“ - რა თქვა ენრიკემ კვარას ტრავმაზე