გურამ კაშია
Aa
Aa

პირველი გოლისას უხეშად შეცდა | ვაისმა კაშია შესვენებისას შეცვალა

სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის მე-7 ტურში „ჟილინა’’ – „სლოვანის’’ მატჩი 3:3 დასრულდა. გურამ კაშიამ, რომელმაც „სლოვანს’’ უკაპიტნა, პირველი გაშვებული გოლისას უხეშად შეცდა, პოზიციური შეცდომა დაუშვა. პირველ ტაიმში კიდევ ორი გოლი გაუშვეს, ამ გოლებისას „სლოვანის’’ დაცვის ხაზი „ჩავარდა’’. მესამე გაშვებული გოლისას კაშიას გადაცემა ჩაიჭრა და „ჟილინამ’’ შეტევა გოლით დაასრულა.

შესვენებისას ვლადიმირ ვაისმა კაშია შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, მეორე ტაიმში 38 წლის ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია.

გურამ კაშიამ მიმდინარე სეზონში ევროტურნირებზე „სლოვანის'' ყველა მატჩი სასტარტოში დაიწყო, ჩემპიონთა ლიგის ოთხ და ევროპა ლიგის ორ შეხვედრაში ითამაშა, სლოვაკური გუნდი კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში გავიდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 38 წლის კაპიტანს „სლოვანთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“საყვარელი გუნდის გამო თავი გავწირე“ - მიქაუტაძე ლიონის დატოვებაზე
“საყვარელი გუნდის გამო თავი გავწირე“ - მიქაუტაძე ლიონის დატოვებაზე