საბა ბოლქვაძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტმა საბა ბოლქვაძემ (-50 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ბრიტანელ მოწინააღმდეგეს სძლია.
21-იდან 26 ივლისის ჩათვლით, ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 15 სახეობის ასპარეზობებში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი.
საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) 36 სპორტსმენი იასპარეზებს.