ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

„ვგრძნობდი, რომ ოქროს მედალს წავართმევდი“ - არბუზოვმა გრიგალაშვილზე ისაუბრა

ძიუდოში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ტიმურ არბუზოვმა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან ინტერვიუს დროს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტატო გრიგალაშვილთან შეხვედრა გაიხსენა და ქართველი ძიუდოისტის შესახებაც ისაუბრა.

რას ამბობს არბუზოვი:

„ტატო გრიგალაშვილი ლეგენდაა. მან ზედიზედ ხუთჯერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა და სამჯერ ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე ოლიმპიური პრიზიორიცაა. სიმართლე გითხრათ, მასთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული არაფერი დამიგეგმავს. უფრო მეტ თავდაჯერებას ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ ოქროს მედალს წავართმევდი.“

„გდება, რომელიც შევასრულე, წინასწარ არ დამიგეგმავს. ტანით ვთამაშობდით და ინსტინქტურად, როცა ვიგრძენი, რომ დაგდება შემეძლო, დავაგდე. როდესაც ტატამიდან გავდიოდი, ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა, ვერ ვიჯერებდი... საოცარი გრძნობაა, რომელიც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს. ყველა ტურნირზე ოქროს გარდა, არც ერთი სინჯის მედალი არ განიხილება.“

შეგახსენებთ, რომ ტიმურ არბუზოვი და ტატო გრიგალაშვილი პირველად ფინალში ერთმანეთს 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ და მაშინ ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე იპონით დაამარცხა. სამწუხაროდ, 2025 წელს არბუზოვმა გრიგალაშვილს ჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალი, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ილიასთან ჩხუბი? რატომაც არა - ჰოლოუეის კომენტარი და დენა უაითის პასუხი
ილიასთან ჩხუბი? რატომაც არა - ჰოლოუეის კომენტარი და დენა უაითის პასუხი