უსმან დემბელე
Aa
Aa

დაპირისპირება დემბელეს გამო - მთავარი დამნაშავე დეშამია

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საფრანგეთის ნაკრებისთვის იდეალურად დაიწყო, რასაც უსმან დემბელეზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. „სამფეროვნებმა“ სტუმრად უკრაინელები 2:0 დაამარცხეს. 28 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი კანდიდატია, შეხვედრაში შესვენების შემდეგ ჩაერთო, თუმცა 81-ე წუთზე ბარძაყის ტრავმის გამო უგო ეკიტიკემ შეცვალა. უსმანის დაზიანება მტკივნეულად აღიქვეს პსჟ-ის ხელმძღვანელებმა და ისინი როგორც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ასევე ნაკრების მთავარ მწვრთნელს დიდიე დეშამს ღიად დაუპირისპირდნენ.

L’Equipe-ის ცნობით, პარიზული კლუბის წარმომადგენლებმა საფრანგეთის ნაკრების ხელმძღვანელები წინასწარვე გააფრთხილეს, რომ დემბელეს დაშავების ალბათობა მაღალი გახლდათ, რადგან ფეხბურთელი გადაღლილობას გრძნობდა, მაგრამ დიდიე დეშამმა ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა და უსმანი მაინც ათამაშა. ტრავმირებულმა დემბელემ „სამფეროვნების“ შეკრება უკვე დატოვა და ახლა მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევას ჩაიტარებს, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდება რამდენ ხანს გასტანს მისი სარეაბილიტაციო პროცესი.

ცნობისათვის, ირკვევა, რომ ლიგა 1-ის უკანასკნელი ტურში „ტულუზასთან“ (3:6) მატჩში, სადაც უსმან დემბელემ დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა, 70-ე წუთზე ის სწორედ ბარძაყის კუნთთან დაკავშირებული ტკივილების გამო შეცვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც იამალი და არც დემბელე - კაზემირომ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა
არც იამალი და არც დემბელე - კაზემირომ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა