„მას უბრალოდ ჩახუტება უნდოდა, მძულხართ“ - რაფინია პარიზის დისნეილენდს
რაფინიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პარიზის დისნეილენდს აკრიტიკებს. საქმე მის შვილს ეხება.
ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოქვეყნებულ ვიდეოში კოსტიუმში გამოწყობილ დისნეილენდის ანიმატორს აკრიტიკებს, რომელიც სხვა ბავშვებს ჩაეხუტა, მის ფერადკანიან შვილს კი არა. რაფინიამ ხაზი რასისტულ ქმედებას გაუსვა.
???? Raphinha dénonce un acte raciste à Disneyland Paris ????
— Vision Blaugrana (@VisionBlaugrana) September 5, 2025
« Pourquoi avoir pris dans les bras tous les enfants blancs et pas mon fils ? Il voulait juste un check et un câlin. Heureusement, il ne comprend pas… Vos employés sont une honte. On ne traite pas un enfant comme ça. » pic.twitter.com/Miu6pMrUhC
„თქვენი თანამშრომლები სამარცხვინოები არიან. ასე არ უნდა მოექცეთ ადამიანებს, მით უმეტეს ბავშვს. თქვენი მოვალეობაა ბავშვების გახარება და არა მათი იგნორირება. მინდა ამას უბრალოდ „იგნორირება“ ვუწოდო, რომ უფრო მძიმე სიტყვა არ გამოვიყენო. თქვენ სამარცხვინოები ხართ.
მესმის, რომ თანამშრომლები იღლებიან, მაგრამ რატომ გადაეხვიეთ ყველა თეთრკანიან ბავშვს, ხოლო ჩემს შვილს არა? მას უბრალოდ მისალმება და ჩახუტება უნდოდა. თქვენ გაგიმართლათ, რომ ის ამ ყველაფერს ჯერ ვერ ხვდება. მძულხართ. ეს თანამშრომელი ნაგავია. იდიოტია“.
- დაწერა რაფინიამ.
Le fils de Raphinha victime de racisme à Disney Paris ???? pic.twitter.com/P3p5TBmJrp
— Barça News (@BarcaNewsFRA) September 5, 2025