ველოსიპედით ინციდენტი მოუვიდა | ლუის ენრიკეს ოპერაცია ჩაუტარდება
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ოპერაცია ჩაუტარდება. ფრანგულმა გრანდმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ესპანელი სპეციალისტი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ინციდენტი მოუვიდა.
„პარასკევს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა და მოტეხილ ლავიწის ძვალზე ოპერაცია ჩაუტარდება. კლუბი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. დამატებითი ინფორმაცია დროთა განმავლობაში გასაჯაროვდება.“
Following a cycling accident on Friday, Paris Saint-Germain head coach Luis Enrique was treated by the emergency services and will undergo surgery for a fractured collarbone. The Club expresses its full support and wishes him a swift recovery. Further updates will be shared in…
— Paris Saint-Germain (@PSG_English) September 5, 2025
ამ მომენტისთვის, არ არის ცნობილი, ენრიკეს კონკრეტულად რა შეემთხვა და რამდენ ხანს გამოტოვებს. სავარაუდოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მთავარი მწვრთნელის სარეაბილიტაციო პერიოდი 8-12 კვირას გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ მომდევნო შეხვედრა 14 სექტემბერს ელის. თბილისის დროით, 19:15-ზე პარიზელები „ლანსს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 3 დღეში, ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტასთან“ ითამაშებენ.