ოფიციალურად | ლუკა გადრანი ბეითარის ფეხბურთელია
ლუკა გადრანმა ალმაათის „ქაირათი“ დატოვა და კარიერას ისრაელში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი იერუსალიმის „ბეითარში“ ითამაშებს და გადრანის ტრანსფერი ოფიციალური განცხადებით დადასტურდა.
„ბეითარი მოხარულია გაცნობოთ, რომ გადრანმა კლუბთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი ისრაელში მომდევნო კვირას ჩამოვა და არა დეკემბერში, როგორც ეს თავდაპირველად იყო შეთანხმებული. ლუკა გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
מקדימים למצוות ????
— Beitar Jerusalem FC (@fcbeitar) September 5, 2025
לאחר סיכום שהושג מול קבוצתו של הבלם - קייראט, לוקה יצטרף למועדון כבר בתחילת שבוע הבא
כל הפרטים בכתבה >> https://t.co/UTBRrjj3vY#יאללהביתר???????? pic.twitter.com/Ekf2vBZWQ9
„მოგესალმებით, ბეითარის გულშემატკივრებო. მომდევნო კვირას კლუბში ჩამოვალ და ერთი სული მაქვს, როდის შეგხვდებით“, - განაცხადა გადრანმა ქომაგებისთვის ჩაწერილ ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლუკამ 21 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა. მიმდინარე სეზონში, მისი „ქაირათი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, მაგრამ ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ადგილსამყოფლის გამოცვლა გადაწყვიტა.