იბერია 1999, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი, გიორგი ჯინჯოლავა
Aa
Aa

იბერიამ სამგურალს მოუგო, დილამ გაგრას | ფრე მეშახტე-სპაერის მატჩში

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დღეს კიდევ სამი მატჩი გაიმართა. წყალტუბოში „მეშახტემ“ „სპაერს“ უმასპინძლა - დაძაბული მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ტყიბულებებმა მატჩი კარგად დაიწყეს და 2:0 დაწინაურდნენ - გოლები ირაკლი სიხარულიძისა და გიორგი ბურდულის ანგარიშზეა. 36-ე წუთზე „სპაერმა“ ერთი ბურთი გაქვითა (საბა გეგიაძის გოლი), 54-ე წუთზე კი გიგა სამხარაძემ ლამაზი შორეული დარტყმით წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ“ „გაგრა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა გაიტანა. 

სათამაშო დღე „იბერია 1999“-ისა და „სამგურალის“ მატჩმა დახურა. თბილისელები მე-12 წუთზე დაწინაურდნენ, როცა პენალტი გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა. 33-ე წუთზე ასევე პენალტით ანგარიში ლევან გეგეჭკორმა გაათანაბრა. მატჩის მიწურულს ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „იბერიას“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა. 

ხვალ 24-ე ტურს ტორპედო-დინამო თბილისის მატჩი დახურავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ანდრეი დემჩენკო გუნდის მთავარ მწვრთნელად რჩება“ | იბერია 1999-ის განცხადება
„ანდრეი დემჩენკო გუნდის მთავარ მწვრთნელად რჩება“ | იბერია 1999-ის განცხადება