„რატომ არ უნდა ვიოცნებო?“ - ფაბიან რუისი ოქროს ბურთზე
„პსჟ-სა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ფაბიან რუისმა აღიარა, რომ „ოქროს ბურთის“ მოგება სურს და ამაზე ოცნებობს.
„ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ოცნებაა, სეზონის ან ზედიზედ რამდენიმე სეზონის განმავლობაში შესრულებული სამუშაოსთვის ინდივიდუალური აღიარება მიიღოს.
მე გამიმართლა, რომ ბევრი გუნდური ტიტული მოვიგე. ინდივიდუალური? ბევრი არა, მაგრამ რატომ არ უნდა ვიოცნებო წელს იმაზე, რომ რაც შეიძლება ახლოს ვიყო ამ ტროფეის აღმართვასთან?
ეს მართლაც რაღაც ძალიან ლამაზი იქნებოდა და ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა „ოქროს ბურთის“ მოგება“,
- განაცხადა რუისმა Téléfoot-თან ინტერვიუში.
ლუის ენრიკემ რამდენიმე დღის წინ, „ოქროს ბურთის“ ფავორიტებზე ისაუბრა და თავისი გუნდის ყველა წევრს დაუჭირა მხარი, მათ შორის ფაბიან რუისსაც.
„არ მაინტერესებს, ვინ მოიგებს „ოქროს ბურთს“, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს პსჟ-ს ფეხბურთელი უნდა იყოს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. ასევე გვყავს ფაბიან რუისი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გვყავს უსმან დემბელე, რომელმაც „ოქროს ბურთი“ შარშან მოიგო. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ესაა ჩემი პოზიცია, ზოგადად კი ინდივიდუალური ჯილდოები არ მაინტერესებს“.