მეცი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

მეცის დამაჯერებელი გამარჯვება - აბუაშვილმა 79 წუთი ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეხუთე ტურში გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ „როდეზს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა.

გიორგი აბუაშვილი ტრადიციულად ძირითადში იმყოფებოდა. გოლი არ გაუტანია, თუმცა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და მე-3 გოლში საკმაოდ დიდი წვლილიც შეიტანა, როცა შეტევის გამამწვავებელი პასი შეასრულა. 69-ე წუთზე ყვითელი მიიღო და მწვრთნელმა ის 79-ე წუთზე შეცვალა, როცა უკვე ანგარიში 4:1 იყო.

აბუაშვილმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის ხუთივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „მეცმა“ საქმე პირველივე ტაიმში გაიმარტივა და 3:1 მოიგო. მეორე ნახევარში ერთიც გაიტანეს და შეხვედრას წერტილი დაუსვეს. ჰეთ-თრიკი შეასრულა პეპე მუსა ფალიმ, ერთი კი ჯესი დომინგემ გაიტანა.

„მეცი“ ამ გამარჯვების შემდეგ 9 (ორი მოგება და სამი ფრე) ქულით, ჯერაც დაუმარცხებლად მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

აბუაშვილის გუნდი მე-6 ტურში სტუმრად „რედ სტარს“ დაუპირისპირდება. მატჩი 14 სექტემბერს 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები