მეორე თურქული კლუბი | სენტ-ეტიენმა ზურიკოს გაყიდვაზე უარი თქვა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო თურქეთს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. „ჯვაროსნების“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელსაც ახალი მსურველი გამოუჩნდა - ისევ თურქეთიდან.
დავითაშვილის გადაბირებით „ბეშიქთაში“ ინტერესდებოდა. თურქეთში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 12 სექტემბერს იხურება და „შავ-თეთრებმა“ „სენტ-ეტიენს“ შეთავაზება გაუკეთეს, თუმცა „მწვანეების“ დაყოლიება ვერ მოახერხეს.
61 Saat-ის ცნობით, „ბეშიქთაშის“ გარდა, ზურიკოთი „ტრაბზონსპორი“ დაინტერესდა. თურქულმა კლუბმა „სენტ-ეტიენს“ წინადადებით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. როგორც ირკვევა, „მწვანეებს“ პოზიცია არ შეუცვლიათ და დავითაშვილის გაშვებაზე კვლავინდებურად უარს აცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ ზურიკოს „მწვანეებთან“ ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა.