გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ვილიარეალმა შინ დეპორტივოსთან წააგო | მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა

ლა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ლა-კორუნიის „დეპორტივოს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

ანგარიში მე-19 წუთზე აიოზე პერესის პასით ნიკოლა პეპემ გახსნა, 43-ე წუთზე ლუისმი კრუსმა წონასწორობა აღადგინა, საგოლე პასი კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მიითვალა. 76-ე წუთზე ადამა ტრაორემ თავით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა მალევე ზაქარია ედაშურიმ პიერ-ობამეიანგის პასით ანგარიში გაათანაბრა, 89-ე წუთზე კი გამოცდილმა გაბონელმა ფორვარდმა ორ საგოლე პასს გოლიც მიუტამა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, მან მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. Sofascore-მა ქართველი ფორვარდის თამაში 6.7 ქულით შეაფასა. მიქაუტაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 24 შეხება ბურთთან, 1 წარმატებული დრიბლინგი, 2 დარტყმა, 1 დაბლოკილი დარტყმა, 15-დან 13 ზუსტი პასი (87%) და 3 მოგებული ორთაბრძოლა.

მიქაუტაძის გამორჩეული მომენტები

 

„ვილიარეალს“ 4 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს. მიქაუტაძის გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბეტისს“ უმასპინძლებს, მანამდე კი 8 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილის წარმატებული დებიუტი ლა ლიგაში | რაიომ რასინგს მოუგო
წიტაიშვილის წარმატებული დებიუტი ლა ლიგაში | რაიომ რასინგს მოუგო