ლუის ენრიკე: სეზონის ბოლოს ვნახავთ, დასტაბილურდება თუ არა სიტუაცია
„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის მესამე ტურის მატჩში „მონაკოსთან“ (1:2) მარცხის შემდეგ, თავისი გუნდის დაცვაში თამაშის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
- ღირს თუ არა დაცვაში თამაშისას დაშვებულ შეცდომებზე ნერვიულობა?
„არა, სანერვიულო არაფერია. გულწრფელად ვამბობ. ეს უნიკალური სიტუაციაა. რამდენი ზუსტი დარტყმა შეასრულა „მონაკომ“? ორი. რამდენი გოლი გავიდა? ორი. სეზონის ბოლოს ვნახავთ, დასტაბილურდება თუ არა სიტუაცია. უნდა ვთქვა, რომ „მონაკო“ დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა. მათი თამაში მომეწონა. ისინი ახლა ცხრილის სათავეში არიან. ვულოცავ მათ და ფილიპე ლუისს.
მინდა ვთქვა, რომ შედეგზე არ უნდა ჩავიციკლოთ. ამ მატჩში ბრწყინვალედ ვაპრესინგებდით, ბევრად უკეთესად, ვიდრე ბევრ სხვა თამაშში, სადაც გოლი არ გაგვიშვია. ამჯერად არ გაგვიმართლა. ჩვენი თამაში დაცვაში მაღალ დონეზე იყო, იქიდან გამომდინარე, რაც დავინახე. შედეგი ვერ გადახაზავს ყველაფერ კარგს, რაც გავაკეთეთ.
„მონაკოს“ ესმის, რომ ჩვენთან 10-ჯერ ასე რომ ითამაშონ, ჩვენ 8-ჯერ მოვიგებთ, ერთხელ ფრედ ვითამაშებთ და ერთხელ წავაგებთ - როგორც ამ შემთხვევაში",
- განაცხადა ლუის ენრიკემ.