თბილისში სამ ქულას უმიზნებენ | ბულგარეთში საქართველოს ნაკრებზე ისაუბრეს
ბულგარეთის ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა გეორგი ივანოვმა ესპანეთთან მარცხის შემდეგ (0:3) საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგად იცნობენ.
გეორგი ივანოვი: „საქართველოსთან მაქსიმუმს გავიღებთ, ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით რომ საქართველოს კლასი ისეთი არ არის, როგორიც ესპანეთისაა, განსხვავება არის, მაგრამ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად განვითარდა, ძალიან რთული მატჩი იქნება. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ერთა ლიგაზე ვითამაშეთ, მათი სიძლიერის შესახებ კარგად ინფორმირებულნი ვართ. ვერ გაგვაკვირვებენ იმით, რაც ჩვენ არ ვიცით’’.
20 წლის მცველმა როსენ ბოჟინოვმა, რომლის დებიუტი ესპანეთთან შედგა, მატჩის შემდეგ განაცხადა: „იმედი მაქვს, თავებს მაღლა ავწევთ და შემდეგ მატჩში ჩვენს საუკეთესო თვისებებს გამოვავლენთ. ჩვენს გუნდს ხარისხი აქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სადებიუტო მატჩი ჩაატარეს, გუნდი სწორ გზაზეა და იმედი მაქვს თბილისში სამ ქულას ავიღებთ’’.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. მეორე მატჩი ასევე თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება. ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 17:00-ზე დაიწყება.
ფოტოზე 20 წლის როსენ ბოჟინოვია, ბულგარეთის ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური „ანტვერპენის'' ცენტრალური მცველი.