ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბარსას და რეალის რადარზე უნდა იყოს | თურქეთში ზურიკოს მაღალი შეფასება მისცეს

თურქი ნიჰათ კაჰვეჯი, ვინც ფეხბურთის მოყვარულებს „სოსიედადიდან’’ უნდა ახსოვდეთ, ფეხბურთის კომენტატორი და ანალიტიკოსია. საქართველო-თურქეთის მატჩის შემდეგ თურქეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილი შეაქო.

ნიჰათ კაჰვეჯი: „მისი პერფორმანსიდან გამომდინარე „ლივერპულის’’, „მან. სიტის’’, მადრიდის „რეალისა’’ და „ბარსელონას’’ რადარზე უნდა იყოს’’.

გასული სეზონის შემდეგ, როცა „სენტ-ეტიენი'' ლიგა 2-ში გავარდა, ქართველი გარემარბი არაერთ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის თურქულ „ბეშიქთაშს''. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის დავითაშვილი ლიგა 2-ში რჩება, თუმცა თურქეთის ჩემპიონატში სატრანსფერო ფანჯარა 12 სექტემრამდეა და ვინ იცის, იქნებ ზურიკომ კლუბი შეიცვალოს და ერთ-ერთი გამორჩეული თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდეს. მისი შრომისმოყვარეობიდან, პროფესიონალიზმიდან თუ სათამაშო დონიდან გამომდინარე ლიგა 2-ში ერთი სეზონის გატარება დაკარგული დრო იქნება, გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატსა და კლუბს იმსახურებს.

ასევე გეტყვით, რომ კაჰვეჯიმ თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მერთ მიულდიური, კერემ აქთურქოღლუ და ერენ ეიმალი შეაქო, ქენან ილდიზი გააკრიტიკა. კაჰვეჯს „იუვენტუსის’’ შემტევმა საქართველოსთან მატჩში იმედი გაუცრუა.

მსგავსი სიახლეები