ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

„ფინალის შემდეგ 5 დღე ვერ ვლაპარაკობდი“ | ლაუტარომ პსჟ-სთან წაგება გაიხსენა

„ინტერის“ ფეხბურთელმა, ლაუტარო მარტინესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, რომელშიც მისი გუნდი „პარი სენ-ჟერმენთან“ 0:5 განადგურდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა ინტერვიუ France Football-ს მისცა და აღიარა, რომ წაგება რთულად გადაიტანა.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პარი სენ-ჟერმენთან წაგებული შეხვედრის შემდეგ 5 დღე ვერ ვლაპარაკობდი. იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვიყავი. ბოლო სამ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ გავედით, ბრწყინვალე სერია გვქონდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ორივეჯერ რაღაც დაგვაკლდა.

ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ვიცოდით, რომ პარი სენ-ჟერმენი რთული მეტოქე იყო - სოლიდური გუნდი, მაღალი თვითრწმენით. ბოლო კვირა მშვიდ ატმოსფეროში გავატარეთ და ფინალისთვის მოვემზადეთ. უსუსურობა არის სიტყვა, რომელიც იმ ფინალზე მახსენდება. ვერ გავაკეთეთ, რაზეც ვიმუშავეთ და მოედანზე ვერაფერი გადავიტანეთ.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მხრიდან გოლები აშრაფ ჰაკიმიმ, დეზირე დუემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და სენი მაიულუმ გაიტანეს. დუემ დუბლი გაიფორმა და პსჟ-ს ისტორიულ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მთავარი ფიგურა ტრავმირებულია | ბულგარელთა დიდი დანაკლისი
მთავარი ფიგურა ტრავმირებულია | ბულგარელთა დიდი დანაკლისი