მთავარი ფიგურა ტრავმირებულია | ბულგარელთა დიდი დანაკლისი
Aa
Aa

მთავარი ფიგურა ტრავმირებულია | ბულგარელთა დიდი დანაკლისი

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე’’ ბულგარეთს მიიღებს. პირველი ტური ორივე ნაკრებისთვის წარუმატებელი იყო, ვილი სანიოლის გუნდი შინ თურქეთთან 2:3 დამარცხდა, ბულგარეთმა საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 0:3 დათმო.

ესპანეთთან ბულგარელებს კაპიტანი კირილ დესპოდოროვი ვერ დაეხმარა, რომელიც ტრავმის გამო თბილისურ მატჩსაც გამოტოვებს. 23 წლის გარემარბი ბულგარელებისთვის დიდი ძალაა, მას „ლიტექსში'', სოფიის ცსკა-ში„ კალიარიში’’, გრაცის „შტურმსა’’ და „ლუდოგორეცში’’ უთამაშია, ამჟამად პაოკ-ის ფეხბურთელია.

2017 წლიდან დესპოდოროვი ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, 56 მატჩში 15 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ი დესპოდოროვს 8 მილიონ ევროდ აფასებს, ბულგარეთის ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ამ კუთხით მას კონკურენციას ვერავინ უწევს. მასზე ორჯერ იაფი ღირს „სპეციას'' კაპიტანი პეტკო ხრისტოვი (4 მილიონი ევრო), რომელიც ამჟამად ნაკრების შეკრებაზე არ იმყოფება.

შეგახსენებთ, საქართველო-ბულგარეთის მატჩი „დინამო არენაზე'' 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები