„ოსიმენი და კვარა თავისი ქმედებით დაამცირა, დი ლორენცოს სამკლავურს ართმევდა“
ბელგიის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ, პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა, კევინ დე ბრუინისთვის კაპიტნობის ჩამორთმევა იყო. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა La Repubblica ამ ფაქტს ეხება და „ნაპოლიში“ გარსიას ქმედებებს იხსენებს.
იტალიური გამოცემა წერს, რომ რუდი გარსიასთვის მსგავსი საქციელი უცხო არ არის. თავის დროზე მან ჯოვანი დი ლორენცოსაც დაუპირა კაპიტნობის ჩამორთმევა, მაგრამ ფეხბურთელები ამის წინააღმდეგ წავიდნენ.
„გარსიას მსგავსი ნაბიჯები უცხო არ არის. ნეაპოლში მისვლისთანავე მან სცადა, რომ ჯოვანი დი ლორენცოს კაპიტნობის სტატუსი ჩამოერთვა, თუმცა გუნდის მკაცრმა წინააღმდეგობამ შეაჩერა. ფეხბურთელები ამის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ და მწვრთნელსაც უკან დახევა მოუხდა.
შემდეგ მალევე გარსია ღია დაპირისპირებაში შევიდა ვიქტორ ოსიმენთან და ხვიჩა კვარაცხელიასთან, როცა მათ წინააღმდეგ დამამცირებელი ქმედება განახორციელა, როცა ორივე მათგანი მატჩიდან ნაადრევად შეცვალა.
სწორედ ამ არეულ პერიოდში დაიწყო ნიგერიელ თავდამსხმელსა და კლუბს შორის ურთიერთობის დაძაბვა, რაც საბოლოოდ ოსიმენის წასვლით დასრულდა“.
- წერს იტალიური გამოცემა.