ფერნანდუ სანტუში
Aa
Aa

„ჩემი ნებით არსად წავალ“ - სანტუშს აზერბაიჯანელები ვერ უშვებენ

2024 წლის 12 ივნისს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა თავისი ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფერნანდუ სანტუში სიამაყით წარადგინეს და ეგონათ, რომ ამ სპეციალისტის ხელმძღვანელებით საოცარ შედეგებს აჩვენებდნენ, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ ხდება - პორტუგალიელის მწვრთნელობის პერიოდში ჩვენმა მეზობლებმა თერთმეტიდან ცხრა მატჩი წააგეს. ბევრი თვლიდა, რომ სანტუში პოსტიდან დატოვების შესახებ განცხადებას გუშინ, მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად ისლანდიელებთან 0:5 მარცხის შემდეგ მაინც გააკეთებდა, თუმცა მსგავსიც არაფერი მომხდარა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ვეცადეთ აქცენტი კონტრშეტევებზე გაგვეკეთებინა და პირველ ტაიმში თავს ცუდად არ ვიცავდით, მაგრამ მეტოქემ საბოლოოდ მაინც გვაჯობა. თანამდებობიდან აქამდე არც ერთი გუნდიდან არავის გავუთავისუფლებივარ და საკუთარი ნებით ამის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან კონტრაქტი მაქვს.

ყველაფერში მწვრთნელის დადანაშაულება ადვილია, მაგრამ პასუხისმგებლობას როგორც მე, ასევე ფეხბურთელები თანაბრად გადავინაწილებთ და ვეცდებით ყველაფერი გამოვასწოროთ. რატომ უნდა წავიდე? დამისახელეთ მწვრთნელი, რომელიც ასეთ სიტუაციაში თავისი ნებით მიდის. თუ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები თვლიან, რომ რამეს არასწორად ვაკეთებ, დამისახელონ, დავჯდეთ და ვისაუბროთ“.

სხვათა შორის, ისლანდიელებთან მატჩის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ჯაჰანგირ ფარაჯულაევმა განაცხადა, რომ მათ არ სურთ ნაკრები ისეთ სამარცხვინო ფეხბურთს თამაშობდეს, როგორსაც ახლა უყურებენ და თუ სანტუში თავისი ნებით არ წავა, მის მიმართ გადამჭრელი ზომების მიღება მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცხადაძე: აზერბაიჯანის ნაკრების გაწვრთნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა
ცხადაძე: აზერბაიჯანის ნაკრების გაწვრთნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა