კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

აურზაური ერევნის აეროპორტსა და სასტუმროში - კრიშტიანუს სომხეთში დახვედრა მოუწყვეს

პორტუგალიის ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დღეს დაიწყებს. ლუზიტანები სტუმრად ჩვენს მეზობლებს, სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და ამ მატჩს წინ სერიოზული ინციდენტები უძღვოდა. რთული გამოსაცნობი ნამდვილად არ უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი კრიშტიანუ რონალდუს ერევანში ჩასვლამ გამოიწვია, რომელიც 40 წლის ასაკშიც ძველებურ მოტივაციას ინარჩუნებს და მიზნად მუნდიალზე ასპარეზობას ისახავს.

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ვარსკვლავს ერევნის აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომელთაც მასთან ახლოს მისვლა და ფოტოების გადაღება სურდათ, რისი საშუალებაც დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს. ასეთ დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც კეთილ ნებას თავად ფეხბურთელები იჩენენ და ჩერდებიან, თუმცა კრიშტიანუს მსგავსი არაფერი გაუკეთებია და ერთ-ერთ ფანს, რომელმაც რაღაცნაირად მასთან ახლოს მისვლა მოახერხა, ავტოგრაფზე უარი უთხრა.

ცნობისათვის, რონალდუს ახლოს ხილვის მსურველები მოგვიანებით ერევანში მდებარე იმ სასტუმროსთანაც შეიკრიბნენ, სადაც პორტუგალიის ნაკრები დაბინავდა და რამდენიმემ შესვლაც სცადა, თუმცა ყველა ინციდენტი სამართალდამცავების ჩარევის შედეგად განიმუხტა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ადრე კრიშტიანუს ვამჯობინებდი, ახლა მესი მირჩევნია“ - მიულერის საფეხბურთო გემოვნება
„ადრე კრიშტიანუს ვამჯობინებდი, ახლა მესი მირჩევნია“ - მიულერის საფეხბურთო გემოვნება