„იმედია თბილისიდან რამეს წავიღებთ, აგრესიულები უნდა ვიყოთ“ - ბულგარელთა ამბიციები
Aa
Aa

„იმედია თბილისიდან რამეს წავიღებთ, აგრესიულები უნდა ვიყოთ“ - ბულგარელთა ამბიციები

7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ტურის შეხვედრას გამართავს და ბულგარეთს უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 0:3 დათმო.

ბულგარეთის ფეხბურთის კავშირის ტექნიკური დირექტორი კირილ კოტევი მოახლოებულ მატჩზე საუბრობს და 7 სექტემბერს გამარჯვებას უმიზნებს.

„ბოლომდე გვესმის, რა თამაშიც გველის თბილისში, მაგრამ იქ იმისთვის მივდივართ, რომ ბევრად უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ბევრად უფრო აგრესიულები ვიყოთ. იმ მომენტებით, რაც მოგვეცემა, მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ.

აღდგენა მალე მოგვიწია, ესპანეთთან ცუდი მარცხი იყო, მაგრამ თქვენც ნახეთ, რა ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშეთ. თბილისში ვაპირებთ ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენოთ და იმედი მაქვს, ქულებსაც ავიღებთ. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდება. რთული იქნება, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ რამეს წავიღებთ და შეტევაში ბევრად უკეთეს თამაშსაც ვაჩვენებთ”.

- განაცხადა კოტევმა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველო ბულგარეთის მატჩი კვირას 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები