ქომაგები ვასიამოვნოთ და გავიმარჯვოთ | ქოჩორა ბულგარეთთან მატჩზე
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე’’ ბულგარეთს მიიღებს. მატჩისწინა დღეს ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე’’ პრესკონფერენცია გამართა და გუნდი ავარჯიშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა გიორგი ქოჩორაშვილის კომენტარი გამოაქვეყნა.
გიორგი ქოჩორაშვილი: „აქამდე რადგანაც მოვედით, ეს იმის გამო არის, რომ არასდროს ვნებდებით. ჩვენი თავის, ჩვენი შინაგანი ძალის ყოველთვის გვჯერა, რაც ყველაზე მთავარია. არასდროს ვჩერდებით იმ მიზნისთვის, რაც დასახულია, რომ ჩვენი გულშემატკივარი ვასიამოვნოთ და გავიმარჯვოთ, რაც თურქეთთან ვერ მოხერხდა.
დარწმუნებული ვარ, თუ იგივე შემართებით გავაგრძელებთ და ჩვენი თავის რწმენა ბოლომდე გვექნება, დარწმუნებული ვარ ყველა დაბრკოლებას ერთად დგომით გადავლახავთ’’.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები შინ თურქეთთან 2:3 დამარცხდა, ბულგარეთმა ესპანეთი მიიღო და მატჩი 0:3 დათმო. მეორე ტურში ბულგარეთს ვუმასპინძლებთ. შეხვედრა „დინამო არენაზე'' 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.