კრიშტიანუ რონალდუ, დიოგუ ჟოტა, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

რონალდუს დუბლი და 140 გოლი ნაკრებში | პორტუგალიამ სომხეთი გაანადგურა

სომხეთის ეროვნული ნაკრები ერევანში, „ვაზგენ სარქისიანზე’’ პორტუგალიასთან დიდი ანგარიშით, 0:5 დამარცხდა.

რობერტო მარტინესის გუნდმა პირველ ტაიმში სამი გოლი შეაგდო, სტუმრები მე-10 წუთზე ჟოაუ ფელიქსმა დააწინაურა, 21-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, 32-ე წუთზე - ჟოაუ კანსელუმ. აღსანიშნავია რომ კანსელუმ გატანილი გოლი ტრაგიკულად გარდაცვლილ დიოგუ ჟოტას მიუძღვნა.

 ჟოაუ კანსელუ

მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა. მეორე გოლიდან 14 წუთში რონალდუ შეცვალეს.

ერევანში გატანილი 2 გოლით კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერაში გოლების რაოდენობა 140-მდე გაზარდა, ზოგადად კარიერაში მის აქტივში 942 გოლია.

 დუბლი ჟოაუ ფელიქსმაც შეასრულა, მან 62-ე წუთზე გაიტანა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქომაგები ვასიამოვნოთ და გავიმარჯვოთ | ქოჩორა ბულგარეთთან მატჩზე
ქომაგები ვასიამოვნოთ და გავიმარჯვოთ | ქოჩორა ბულგარეთთან მატჩზე