ლუკა ხორხელი კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ლუკა ხორხელი წყალტუბოს „სამგურალიდან’’ ტრნავას „სპარტაკში’’ გადავიდა. სლოვაკურმა კლუბმა ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ 25 წლის ქართველ შემტევთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
სლოვაკურ კლუბში ხორხელს გიორგი მოისწრაფიშვილი დახვდა, რომელიც კლუბს გასულ ზაფხულში შეუერთდა. ორივე ფეხბურთელის ტრანსფერზე სააგენტო CARP FOOTBALL MANAGEMENT-მა იმუშავა, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი მამუკა ჯუღელია.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზოში ლუკა ხორხელმა 22 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. მიმდინარე სეზონში მეპასეთა შორის საქართველოს ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლუკას საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში უთამაშია, 2022 წელს რამაზ სვანაძის მწვრთნელობისას ოთხ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდა.
ფოტო: „სამგურალის'' პრესსამსახური