ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„შეცდომები ფეხბურთის ნაწილია. ვეცდებით, რომ ეს აღარ გამეორდეს“ - ზურიკო დავითაშვილი

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა მედიასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

ზურიკო დავითაშვილი:

ყოველთვის რთულია ასეთ დროს ძალების აღდგება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიჭებმა ეს შევძელით. პირადად მე 100%-ით მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებიც სრულ მზადყოფნაში არიან.

ბიჭებმა ვისაუბრეთ ერთმანეთში და როგორც ვთქვი, კონცენტრაცია გვაკლდა, ამით კი თურქეთმა ისარგებლა. ეს ფეხბურთის ნაწილია და ასე ხდება ხოლმე. ვცადეთ გათანაბრება მაგრამ მეორე გოლიც გავუშვით. შეცდომები გავაანალიზეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეცდომები აღარ გამეორდეს.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ კედლებში თურქეთთან 2:3 დამარცხდა, ბულგარეთთან დაპირისპირება კი 7 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები