თემურ ქეცბაია
Aa
Aa

შეთანხმება შედგა | ქეცბაია ანორთოსისის მწვრთნელი მესამედ გახდება

კვიპროსული Goal Philenews-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია „ანორთოსისის’’ მთავარი მწვრთნელი მესამედ გახდება. გასულ დღეებში კვიპროსული მედია წერდა, რომ ქეცბაია კლუბში არ დაბრუნდებოდა, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა და ქართველმა სპეციალისტმა თანხმობა განაცხადა.

57 წლის მწვრთნელი „ანორთოსისს’’ 2004-09 და 2019-22 წლებში წვრთნიდა. 2008-09 წლების სეზონში ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, რაც კვიპროსულ ფეხბურთში ისტორიული მოვლენა იყო.

გასულ სეზონში „ანორთოსისი'' კვიპროსის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გავიდა. ზაფხულში მთავარ მწვრთნელად ესპანელი ხოაკინ გომესი დანიშნეს, რომლის ხელმძღვანელობით „ანორთოსისმა'' საწყის ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და მისი გაშვება გადაწყვიტეს. ამჟამად, „ანორთოსისის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, თუმცა აღნიშნული წყაროს ცნობით, ესპანელს ქართველი შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თურქეთთან შეცდომები გავაანალიზეთ, სტარტი მნიშვნელოვანი იქნება“ - სანიოლის პრესკონფერენცია
„თურქეთთან შეცდომები გავაანალიზეთ, სტარტი მნიშვნელოვანი იქნება“ - სანიოლის პრესკონფერენცია